საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია, მოსკოვის “ლოკომოტივის” არსებობის ისტორიაში ლეგიონერებში საუკეთესო ბომბარდირია.
ჯანაშია “ლოკომოტივში” 1996 წელს 20 წლის ასაკში ჩაირიცხა და მოსკოვურ კლუბში 2001 წლამდე თამაშობდა. მან 197 მატჩში 51 გოლი გაიტანა. რუსეთის ჩემპიონატის 145 შეხვედრაში ქართველმა თავი 33-ჯერ გამოიჩინა, რუსეთის თასზე 18 თამაშში 4 გოლი მიითვალა, ხოლო ევროთასებზე 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.
ჯანაშიას რუსეთის თასი 4-ჯერ მოუგია, სამჯერ რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიგო, ერთხელ – ბრინჯაოს. მან ევროპის თასების თასის 1/2-ფინალში ორჯერ ითამაშა.
“ლოკომოტივის” ლეგიონერებიდან მეორე ადგილზე დამე ნდოიეა, რომელმაც 27 გოლი გაიტანა და წელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ინგლისის “ჰალ სიტიში” გადავიდა.