“იუვენტუსისა” და 28 წლის მარჯვენა მცველის, მარკო მოტას გზები გაიყარა. ამ ინფორმაციას ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მარკო მოტა “იუვენტუსში” 2010 წლიდან ირიცხებოდა. ტურინული კლუბიდან ის “კატანიაში”, “ბოლონიასა” და “ჯენოაში” იყო განათხოვრებული. “ბებერი სინიორას” მაისურით მოტამ 35 თამაში ჩაატარა. მან “იუვე” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.