ფეხბურთი

17:20 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფამ “ნიცა” დატოვა

27 წლის ფრანგმა შემტევმა, ჰატემ ბენ არფამ “ნიცას” რიგები დატოვა. ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ჰატემ ბენ არფამ სეზონი “ნიუკასლის” რიგებში დაიწყო. ფრანგმა ფეხბურთელმა, “კაჭკაჭების” ახალგაზრდული გუნდის მაისურით ერთი თამაში ჩაატარა, რის შემდეგაც “ჰალ სიტის” მიაშურა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ FIFA მას ფრანგული კლუბის რიგებში მომდევნო სეზონამდე თამაშის უფლებას არ აძლევს. როგორც ცნობილია, FIFA-ს წესების თანახმად, ერთ ფეხბურთელს, ერთ სეზონში, მხოლოდ 2 გუნდის მაისურით თამაში შეუძლია, “ნიცა” კი ბენ არფასთვის მე-3 გუნდია.

ფრანგული კლუბი მთელი იანვრის განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ FIFA-ს “ნიუკასლის” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული თამაში სათვალავში არ მიეღო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

ბენ არფას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სად განაგრძობს კარიერას. მან მხოლოდ ის გაამხილა, რომ საზღვარგარეთ თამაში უნდა.

0.11762