გამოცდილი მექსიკელი სპეციალისტი ხავიერ აგირე იაპონიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს. ამომავალი მზის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილონი დარჩნენ. აზიის თასზე გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა. გარდა ამისა, აგირეს 2011 წელს “ლა ლიგის” ერთ-ერთ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ბრალდება და როგორც ჩანს, ეს ორი ფაქტორი მისი თანამდებობიდან დათხოვისას გადამწყვეტი გამოდგა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის მიანდობენ ქვეყნის პირველი გუნდის გაძღოლას იაპონიის ფეხბურთის მმართველები.
ხავიერ აგირემ სახელი ესპანურ გუნდებში მუშაობით გაითქვა. იაპონიის ნაკრებს კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.