ჩოგბურთი

16:43 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ საწყისი წრე იოლად დასძლია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მორიგმა საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია. ქართველთაგან მასში მონაწილეობას მხოლოდ სოფო ქვაცაბაია იღებს, რომელიც ამჟამად ფედერაციის თასზე გამგზავრებულ ქვეყნის ნაკრეში არ გამოიძახეს და მის ნაცვლად მარიამ ბოლქვაძეს უხმეს.

ქვაცაბაია ანტალიაში მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში იოლი გამარჯვება იზეიმა. სოფომ სერბ დუნია სტამენკოვიჩს 6:3, 6:1 სძლია და მერვედფინალში ჩინელ დი ჟაოს ეთამაშება, რომელმაც ფრანგ ვიკტორია მუნტეანს 7:5, 6:4 სძლია.

ტუნისის ქალაქ ელ კანტაუიში იმყოფება თამარ ჭალაგანიძე, რომელმაც ერთეულებში 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გააღწია, წყვილებში კი მთავარი ბრძოლები წინ ელის.

პირველ რაუნდში ჭალაგანიძე და უნგრელი შაბინა შლავიკოვიჩი ბოსნიელ ჰერძელასს და ბელგიელ კერფსს გაეჯიბრებიან.

0.126658