ფეხბურთი

15:39 | 3.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“როსტოვში” ჯანო ანანიძის დაბრუნება გაახარებთ

“როსტოვის” მცველმა ვიტალი დიაკოვმა ინტერნეტპორტალ championat.com-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დონისპირულ გუნდში ჯანო ანანიძის დაბრუნება ყველას გაახარებს.

“სპარტაკი” “სპარტაკია, ხოლო “როსტოვი” “როსტოვია”. აქ მას ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ჰქონდა. იქ კი კონკურენციაა - ერთ ადგილზე სამი ფეხბურთელი მოდის და პასუხისმგებლობაც გაცილებით დიდია. ამას, უამრავი გულშემატკივარი ემატება. დღეს ცუდად ითამაშებ, ხვალ სხვა ითამაშებს. “როსტოვში” მწვრთნელები ჯანოს გაცილებით უფრო ენდობოდნენ. შედეგად, მან ჩვენ გუნდში კარგი სეზონი ჩაატარა. თუ დაბრუნდება გუნდში ყველას გაუხარდება”, - თქვა დიაკოვმა.

ანანიძემ “როსტოვში” 2013-2014 წლების სეზონი იჯარით გაატარა და რუსეთის თასი მოიპოვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:08 | 25.01.2015
araza-1918 (6330)

ბითაძე მაგარი იზრდება

23:13 | 24.01.2015
JUPITER (1548)

ყველასთან აგებენ... ესენი რუსეთს მოუგებენ?

22:41 | 24.01.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

წავიდა უკან წყალბურთი.

0.068379