ფეხბურთი

13:57 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ასუ-ეკოტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა

კამერუნელმა მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ ლონდონის “ტოტენჰემი” დატოვა. გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ 30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი შეუწყვიტა და ის თავისუფალი აგენტი გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მასზე იმედს აღარ ამყარებდა და ორმხრივი შეთანხმებაც უპრობლემოდ შედგა.

ბენუა “ტოტენჰემში” 2006 წლიდან თამაშობდა, ინგლისის პრემიერლიგის 155 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. მერე ის “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გაანათხოვრეს, მიმდინარე სეზონში “უაით ჰართ ლეინზე” დაბრუნდა, მაგრამ მინდორზე გასვლა ერთხელაც არ მოუწია.

0.114432