ფეხბურთი

12:36 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ “დაჩიაში” პირველი გოლი გაიტანა

დავით სირაძემ მოლდოვური საფეხბურთო კლუბის კიშინიოვის “დაჩიას” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. კიშინიოველებმა ამხანაგური შეხვედრა “დინამო-ავტოსთან” ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს. “დაჩიას” ვებგვერდის ინფორმაციით, 33 წლის ქართველმა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა.

სირაძე მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) ლიდერში იანვარში გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის გარდა, “დაჩიაში” კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ჯაბა დვალი გამოდის.

0.113553