ინგლისის პრემიერლიგის “ჰალ სიტიმ” მოსკოვის “ლოკომოტივისგან” 29 წლის სენეგალელი ფორვარდი დამე ნდოიე შეიძინა.
ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელმა 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
ნდოიე “ლოკომოტივში” 2012 წლის ივლისში “კოპენჰაგენიდან” გადავიდა და რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
“მოხარული ვარ დამესთან კონტრაქტის გაფორმებით. ეჭვგარეშეა, რომ ის გააძლიერებს ჩვენს გუნდს და მოწინააღმდეგეების კართან საფრთხეს გაზრდის”, - თქვა “ჰალის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა.