“მონაკის” ახალგაზრდა არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი “მარსელში” გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი მარსელო ბიელსას გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.
განათხოვრებსათან დაკავშირებულ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მარსელელებს სეზონის ბოლოს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ოკამპოსი “მონაკოში” 2012 წლის აგვისტოში “რივერ პლეიტიდან” გადავიდა და მიმდინარე სეზონში ქალაქი-სახელმწიფოს გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, “მარსელს” 47 ქულა აქვს, პსჟ-სთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ “ლიონს” 2 ქულით ჩამორჩება. “მონაკო” 40 ქულით “სენტ-ეტიენთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებზეა.