ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტური “ლა როსალედაზე” გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა “მალაგამ” “ვალენსიამ” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
სტუმრებს თავიდანვე არ წაუვიდათ თამაში და მომენტების შექმნა უჭირდათ. სამაგიეროდ, ჭკვიანურად თამაშობდა “მალაგა”, რომელმაც თავის პირველივე შანსი გამოიყენა და გოლად აქცია. 25-ე წუთზე სამუელის ჩაწოდებულს კასტილიეხო გამოეხმაურა და დიეგო ალვეშს შესანიშნავი თავური გაუტანა. პირველ ნახევარში გერას მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბრაზილიელმა მეკარემ ივარგა.
“ღამურებს” ვერც შესვენებამ უშველა და მეორე ტაიმშიც უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ. ერთადერთი რეალური საგოლე ეპიზოდი ხოსე ლუის გაიას შეექმნა, მაგრამ კარლოს კამენს ვერ აჯობა. სტუმართა მდგომარეობა 73-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც კლოს გომესმა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფეხბურთელს ჟოაო კანსელოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ყველაფრის მიუხედავად, “ლოს ჩეს” მაინც შეეძლო გოლის გატანა – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში როდრიგოს დარტყმული ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა, კარლოს კამენი უძლური იყო, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა კარის ბადეს – 1:0. “ვალენსიამ” მე-4 ადგილი კვლავ “სევილიას” დაუთმო, ხოლო “მალაგამ” მე-7 პოზიცია გაიმყარა.
მალაგა – ვალენსია 1:0 (1:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ს.სანჩესი, ველიგტონი, როსალესი, ბოკა, დარდერი, კამაჩო, კასტილიეხო (რესიო 76), ხუანმი, სამუელი (ჰორტა 86), გერა (ამრაბატი 64).
მწვრთნელი: ხავი გრასია
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, კანსელო, ფუეგო (ორბანი 81), ე.პერესი, ა.გომეში (დე პაული 73), პარეხო (ალკასერი 58), როდრიგო, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლი: კასტილიეხო 25.
გაფრთხილებები: კამაჩო, ამრაბატი, დარდერი, ველიგტონი, კამენი – ოტამენდი, პარეხო, კანსელო, ე.პერესი
გაძევება: კანსელო 73.
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13(6)-10(3), ჯარიმა: 19-18, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-5
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 22. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 15. კარლოს ბაკა (“სევილია”) -12.