ფეხბურთი

19:25 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ომ შესაძლოა “სამპდორია” დატოვოს

იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, გენუის “სამპდორიას” კამერუნელ ახალწვეულ სამუელ ეტო’ოს შესაძლოა გუნდთან ახლახან გაფორმებული კონტრაქტი შეუწყდეს.

საქმე ისაა, რომ გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ვეტერანმა აფრიკელმა “სამპას” სერბი სპეციალისტის სინიშა მიხაილოვიჩის მითითებები არ შეასრულა, რასაც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

იტალიელი ჟურნალისტები ეტო’ოს გვარს უკვე უკავშირებენ მეორე იტალიურ გუნდ “მილანს”.

სამუელ ეტო’ოს “სამპდორიას” შემადგენლობაში დებიუტი კვირას “ტორინოსთან” წაგებულ (1:5) შეხვედრაში ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108146