ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დავიდე სანტონი მშობლიურ მილანის “ინტერს” დაუბრუნდა. 24 წლის იტალიელი “ნერაძურის” რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. მილანელებს სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
სანტონმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით:
“ცხოვრება უცნაურია. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ბედნიერი ვარ “ინტერში” დაბრუნებით. აქ დაიწყო ჩემი კარიერა და მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს”, - განაცხადა სანტონმა.
დავიდე სანტონიმ “ინტერის” შემადგენლობაში პირველად 18 წლისამ, 2008 წელს ითამაშა. “ნიუკასლში” კი 2012 წლის ზამთრიდან ირიცხებოდა.