ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” ირწმუნება, რომ გერმანული “დორტმუნდის” ლიდერმა მარკო როისმა თავისი მომავალი კლუბი აირჩია. ალბიონელი ჟურნალისტების ვარაუდით, ეს გუნდი ლონდონის “არსენალია”.
25 წლის ნახევარმცველს ფრანგი დამრიგებლის არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით სურს თამაში. როისმა “არსენალი” მადრიდის “რეალსაც” კი ამჯობინა.
მიმიდინარე სეზონში როისს ტრავმები სტანჯავს. მან წლეულს გერმანიის ბუნდესლიგაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.