ფეხბურთი

17:16 | 2.02.2015 | ნანახია 1222 - ჯერ

ლორიას და მერებაშვილის ოფი სავალალო დღეშია

კრეტას ოფი-ს საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მატჩების ჩატარება მანამდე აუკრძალეს, ვიდრე ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას არ დაფარავს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კლუბს ესპანელი ნახევარმცველების ხორხე ლოპესისა და ხორდი ლოპეს პელპეტოს ვალი აქვს. ამის გამო, განვლილ ტურში ოფი-ს სტუმრად “ატრომიტოსთან” შეხვედრა არ ჩაატარებინეს და პლუს 4 ქულა დააკლეს. იანვარში კრეტელები ზედიზედ მეორედ დაისაჯნენ. 16 იანვარს გუნდის ყოფილი ფეხბურთელის ალექსანდრ პეშიჩის მიმართ არსებული ვალის გამო, ოფი-ს 6 ქულა დააკლეს.

იტალიელმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომაც კლუბი სავალალო ფინანსური მდგომარეობის მიზეზით დატოვა.

თუ ოფი-ს კიდევ ორი თამაშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ, მაშინ მას ქვედა დივიზიონში განამწესებენ.

ამჟამად, ოფი-ს 10 ქულა დარჩა და 18 გუნდში მე-17 ადგილზეა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:33 | 02.02.2015
VALERI GAZAEV (148)

ბერზნების საძულველი ჯიში მოვ დღააან,საზიზგარი ნატოდი ერთერთი

19:11 | 02.02.2015
aristokrat-gio (678)

სადაც ქართველი ფეხს დადგამს ცამტვერდება ყველაფერი

18:44 | 02.02.2015
T O R P E D O (284)

ესენი კი მიდიან გუნდიდან კონტრაქტი ეწურებათ და ოფი თუ დაიშლება დარდი აგერ ახლა საბერძნეთის გუნდი მადარდე

17:58 | 02.02.2015
ika_juve (1742)

მოკლედ ქართველებს თან მიაქვთ პრობლემებიც

17:56 | 02.02.2015
temuri100 (2235)

ეს იმის დადებულია ძმაო,ვინც ლორიას ვერ ცნობს და ეტყობა სხვებსაც ,,გააუადვილა" ამოცნობა.....

17:21 | 02.02.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ადმინ არ ვიცით მარჯვნივ ლორია რომ არის

0.118437