საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობის მსგავსად, მეორე წრისთვის მოსამზადებლად ბოლნისის “სიონმაც” თურქეთს მიაშურა.
ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა შეჯრებაზე 24 მოთამაშე წაიყვანა:
მეკარეები: მერლანი, ბათიაშვილი.
მცველები: ინწკირველი, მოსემღვდლიშვილი, სვანიძე, სანდო გურეშიძე, ფოფხაძე, ჯინჭარაშვილი, ჯაფარიძე, გიორბელიძე, დავით საჯაია.
ნახევარმცველები: გოგობერიშვილი, ჭანკოტაძე, სიჭინავა, მიქაბერიძე, ცნობილაძე, ცხადაია, ზვიად ლობჯანიძე, გაფრინდაშვილი, ბერიძე, ქებურია.
თავდამსხმელები: ჭიკაიძე, ლუის ალბერტო, და სილვა.
შეკრებაზე ბოლნისელები 5 სპარინგს ჩაატარებენ. 4 თებერვალს “სიონი” ამხანაგურ შეხვედრას უზბეკეთის ტაშკენტის “ლოკომოტივთან” გამართავს, მომდევნო მეტოქეები რუსეთის პერმის “ამკარი” და რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნებიან. დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა დგინდება. მოლაპარაკება ბულგარულ და უკრაინულ გუნდებთან მიმდინარეობს.