ფეხბურთი

15:10 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯიამ” “ლიახვს” ამხანაგურად აჯობა

თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებულ მე-7 ამხანაგურ შეხვედრაში მეორე ლიგის ცხინვალის “ლიახვი” 2:1 დაამარცხა. “ვეტერინართა” ვებგვერდის ინფორმაციით, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ გუნდი ასეთი შემადგელობით ათამაშა:

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი (შეროზია, 69), თათხაშვილი (ასკილაშვილი, 85), გეთიაშვილი, ჩიტიშვილი (მერაბიშვილი, 76), მაისურაძე (დანელია, 76), დავლაშელიძე, გახარია (ღიბრაძე, 46), დემეტრაშვილი (საბაძე, 63), კურდღელაშვილი (ხვისტანი, 31), კახაბრიშვილი (კალაჯიშვილი, 46), ელგუჯა ლობჯანიძე (კუხალეიშვილი, 63).

“ლიახვს” სერგო გაბელია წვრთნის და მის რიგებში გამოცდილი მოთამაშეები: ნოდარ ნოზაძე, სადაღაშვილი, იჩქითი, ტლაშაძე, გოგინაშვილი, ცარიელაშვილი და შათირიშვილი გამოდიან. კარს სევასტიანენკო იცავს, ასევ გუნდში ოსი ფეხბურთელები გაბარაევი, კუმეხოვი, მულდაროვი და ჩერჩესოვი გამოდიან.

მატჩის მე-19 წუთზე ანგარიში თბილისელმა ბადრი დემეტრაშვილმა გახსნა, ხოლო “ლიახვიდან” საპასუხო ბურთი ზურაბ ზვიადაურმა გაიტანა. “ვიტ ჯორჯიას” საბაძემ მოაგებინა, რომელმაც მეტოქის კარი 67-ე წუთზე აიღო.

0.115557