“მინესოტა ტიმბერვულვზის” მთავარი მწვრთნელის ფლიპ სანდერსის განცხადებით, ესპანელი გამთამაშებელი რიკი რუბიო დიდი ალბათობით გუნდს სამშაბათს “დალასის” წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება.
რუბიოს კოჭის ტრავმის გამო 7 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.
“დალასი” – “მინესოტას” მატჩი სამშაბათს თბილისის დროით გამთენიისას 5:30 საათზე დაიწყება.
შარშანდელ სეზონში ესპანელის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 9,5 ქულა და 8,6 პასი გახლდათ.