საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ტურქეთის ქალაქ ქონიაში მიმდინარე წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა და წარმატებული სტარის შემდეგ მარცხი განიცადა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქე ტურნირის ფავორიტი საფრანგეთი იყო.
ფრანგებმა პირველ ტურში ლიტვა 66:56 დაამარცხეს, ქართველებმა კი მონტენეგროს 72:53 სძლიეს. ქართულ-ფრანგული დაპირისპირება ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. ფრანგებმა პირველი მეოთხედი 27:6 მოიგეს და მატჩის ბედი ნაადრევად გაარკვიეს. საბოლოოდ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 33:79 დამარცხდა.
ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ზაურ ჯანელიძემ დაძლია, რომელმაც 26 წუთში 11 და 4 მოხსნა მიითვალა. მონტენეგროელებთან მატჩის საუკეთესო გოგა ბითაძემ ფრანგებთან 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
მეორე ტურში “ბ“ ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართა. მონტენეგრომ, რომელიც ქართველებმა პირველ ტურში 19 ქულით დაამარცხეს, რუსეთს 88:81 სძლია, ხოლო ლიტვამ ლატვია 78:39 გაანადგურა. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირიაპირდება.
16-წლამდელთა შორის თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. ქონია
საქართველო 79:33 საფრანგეთი
www.gbf.ge