ფეხბურთი

10:54 | 2.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“რომამ” იბარბო ინათხოვრა

“კალიარის” კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი ვიქტორ იბარბო მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს “რომაში” გაატარებს.

რომაელთა ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. დედაქალაქური კლუბი “კალიარის” 2,5 მილიონ ევროს გადაუხდის და 24 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე “რომას” შემადგენლობაში ითამაშებს.

თუ რომაელები კოლუმბიელის გარჯით კმაყოფილნი იქნებიან, ზაფხულში მისი გამოსყიდვა 12,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩში იბარბომ 2 გოლი გაიტანა. იტალიაში ის 2011 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში ჩემპიონატში ჩატარებულ 115 მატჩში 15 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:29 | 02.02.2015
alejandro (44439)

Alex Qavtaradze
მართლა? ეგ არ ვიცოდი.

11:28 | 02.02.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

კაია ,,მგლები" ჯერ შანსი არაა დაკარგულუ!

11:03 | 02.02.2015
alejandro (44439)

სანტანსფერო ფანჯარა 31 იანვარს დაიხურა და ახლა ინათხოივრეს თუ ისევ აგვინებთ ნიუსებს? :პ)

11:18 | 02.02.2015
Alex Qavtaradze (149)

იტალიაში დღეს იხურება, 2 თებერვალს

0.12287
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}