ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. “ბარსელონამ” შინ “ვილიარეალი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რითაც “ყვითელი წყალქვეშა ნავების” წარმატებული სერია შეწყდა. მარსელინიო ტორალის გუნდს ყველა ტურნირზე 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ვალენსიელებს ბოლო მარცხი 6 ნოემბერს “ციურიხთან” (3:2) ევროპის ლიგაზე გამართულ შეხვედრაში ჰქონდათ განცდილი.
პირველი სახიფათო მომენტი “ბარსელონას” მხრიდან ლუის სუარესს შეექმნა, მაგრამ მისი გასროლილი ასენხიომ კუთხურზე მოიგერია. ურუგვაელს ცოტა ხანში კიდევ ერთი შანსი შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს. სამაგიეროდ, შედეგიანი აღმოჩნდა სტუმართა პირველი გააზრებული იერიში. მარიო გასპარის ჩაწოდებულს ფეხი დენის ჩერიშევმა დაუხვედრა და 30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. კატალონიელებმა ანგარიში ძალიან საჭირო დროს გაათანაბრეს, 45-ე წუთზე მესიმ და რაფინიამ კარგი კომბინაცია გაითამაშა და სტუმართა კარში ეს უკანასკნელი ურტყამდა, ბურთი ასენხიომ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ნეიმარმა დაასწრო და ზედ მსაჯის სასტვენის წინ აღადგინა წონასწორობა.
მეორე ნახევარი სტუმართათვის იდეალურად დაიწყო, 51-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსმა პიკეს მოჰპარა ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და კარგი პასი გაუკეთა ლუსიანო ვიეტოს, რომელმაც მეორედ დაამწუხრა ბრავო. გაშვებულ გოლს “ბლაუგრანა” არ დაუბნევია და ორ წუთში რაფინიამ გაათანაბრა, ხოლო კიდევ ორ წუთში მესიმ მშვენიერი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.
“სევილიამ” შინ “ესპანიოლი” მიიღო და გაჭირვებით მოახერხა დამარცხება. კატალონიელებმა ხუთშაბათს ესპანეთის თასიდან გამოადგეს ანდალუსიური კლუბი და მასპინძლები რევანში აღებას გეგმავდნენ, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუძნელდათ. სტუმრები მე-15 წუთზე სტუანიმ დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. 26-ე წუთზე ფიგეირაშმა შესანიშნავი შორეული დარტყმით აღადგინა წონასწორობა, ხოლო 35-ე წუთზე ვიტოლომ წინ გაიყვანა თავისი გუნდი. მე-40 წუთზე კატალონიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგანაც კიკო კასილიამ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო.
მეორე ნახევარში “დალაქებს” არაერთი სახიფათო მომენტი შეექმნათ, მაგრამ ემერის შეგირდებს სიზუსტე აკლდათ, რისთვისაც ისინი 77-ე წუთზე ვიქტორ სანჩესმა დასაჯა. ანდალუსიელები ქულების დაკარგვისგან იაგო ასპასმა იხსნა, რომელმაც 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.
“ბილბაომ” გასვლაზე “ლევანტე” დაამარცხა ადურისის დუბლით, ხოლო “ალმერიამ” მენდეშის გოლით შინ მოუგო “ხეტაფეს”.
ლევანტე – ბილბაო 0:2 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, ელ ადუა, ხუანფრანი, ვინტრა, მორალესი, კამარასა, სიმაო (დიოპი 46), ივანშიცი (უჩე 57), კასადედუსი, ხუმეტრა, ბარალი (რ.გარსია 71).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, გურპეგი, ბალენსიაგა, ირაოლა (ეჩირა 91), იტურასპე, მ.რიკო, მუნიაინი (სან ხოსე 79), უ.ლოპესი (სუსაეტა 46), დე მარკოსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: ადურისი 48;90.
გაფრთხილებები: სიმაო, ბარალი – ირაოლა, დე მარკოსი, იტურასპე, სუსაეტა, ადურისი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10(4)-14(5), ჯარიმა: 17-12, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 5-4, სეივი: 3-4
ალმერია – ხეტაფე 1:0 (1:0)
ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, მ.დოს სანტოსი, ტრახილიო, მიჩელი, დუბარბიერი, კორონა (ველეზი 74), ვერზა, ვ.სილვა (ესპინოსა 90), ფ.სორიანო, მენდეში (რომერა 87), ჰემედი.
მწვრთნელი: იგნასიო მარტინესი
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა, ველაზკესი, აროიო (ბუენდია 84), ნალდო, ესკუდერო, ხ.როდრიგესი, დ.კასტრო, სამირი, სარაბია (ლაგო 69), ჰინესტროზა (ლეონი 69), ვაზკესი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლი: მენდეში 44.
გაფრთხილებები: ვერზა, ჰემედი, ფ.სორიანო, ესპინოსა – ჰინესტროზა, დ.კასტრო, ესკუდერო, ლაგო
გაძევებები: ჰემედი (82) – ესკუდერო (63).
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12(7)-12(7), ჯარიმა: 18-10, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 7-6
სევილია – ესპანიოლი 3:2 (2:1)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ბეტო (ს.რიკო 46), კოლოდიეჩაკი, არიბასი, ფიგეირაში, ფ.ნავარო, კარისო, იბორა, ბანეგა (ბაკა 79), ვიტოლო (დ.სუარესი 78), ვიდალი, ასპასი.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ჰ.მორენო (ალვარო 34), კოლოტო, ხ.ლოპესი, ფუენტესი, ვ.სანჩესი, კანიასი, სევილია (პაუ 42), ა.გონსალესი, მონტანესი (ს.გარსია 46), სტუანი.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 0:1 სტუანი (15 პენ.), 1:1 ფიგეირაში (26), 2:1 ვიტოლო (35), 2:2 ვ.სანჩესი (77), 3:2 ასპასი (89).
გაფრთხილებები: ვიდალი, ბეტო, იბორა, არიბასი, ფიგეირაში, ბანეგა, ბაკა, ასპასი – ვ.სანჩესი, კანიასი, ლუკასი (სათადარიგო)
გაძევება: კასილია 40.
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 22(7)-5(2), ჯარიმა: 20-11, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-4
ბარსელონა – ვილიარეალი 3:2 (1:1)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი (მატიე 71), რაფინია (რაკიტიჩი 88), ინიესტა, მესი, ნეიმარი, სუარესი (პედრო 79).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო, ხ.კოსტა, გასპარი, პინა (ტრიგეირასი 76), ბ.სორიანო, ჩერიშევი, ჯონათან დოს სანტოსი (მ.გომესი 84), ჯოვანი დოს სანტოსი (უჩე 89), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 0:1 ჩერიშევი (30), 1:1 ნეიმარი (45), 1:2 ვიეტო (51), 2:2 რაფინია (53), 3:2 მესი (55).
გაფრთხილებები: რაფინია – რუისი, ბ.სორიანო, ჯონათან დოს სანტოსი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 19(7)-7(3), ჯარიმა: 10-20, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-3, სეივი: 1-4
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 22. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 15. კარლოს ბაკა (“სევილია”) -12.