როგორც სოციალურ ქსელში “ცხინვალის” ოფიციალური გვერდი იუწყება თურქულ შეკრებაზე მყოფმა კახი კაჭარავას გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი პოლონური “ლეჩნას” წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
პირველ ტაიმში ქართველ მოთამაშეებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ლაშა შინდაგორიძემ თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ მოახერხა. მეორე ტაიმის 55-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება ამჯერად მეტოქე გუნდს მიეცა, რომელიც ტომაშ ნოვაკმა გოლად აქცია.
29 იანვრიდან მოყოლებული “ცხინვალი” დაბა ბელეკში ემზადება, კაჭარავას მოთამაშეებს ორჯერადი ვარჯიშები აქვთ. 3 თებერვალს მათი მეტოქე ცნობილი ჩინური კლუბი “გუინჯოუ რენჰესი” იქნება, რომლის შემადგენლობაში “ვოფსბურგისა” და “გალათასარაის” ყოფილი ნახევარმცველი ზვეზდან მისიმოვიჩი ირიცხება.
ცხინვალი – ლეჩნა 0:1 (0:0)
1 თებერვალი, თურქეთი, ბელეკი – საკონტროლო მატჩი
ცხინვალი (პირველ ტაიმში): ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე, ლექვთაძე, კაჭარავა
ცხინვალი (მეორე ტაიმში): ნანიევი, ქარდავა, რუხაძე, მარკოზაშვილი, ახვლედიანი, ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, მ.ჯიშკარიანი, გიორგაძე, არაბული
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
მთავარი მსაჯი: ლუიჯი პონტე (შვეიცარია)
29 იანვრიდან მოყოლებული “ცხინვალი” დაბა ბელეკში ემზადება, კაჭარავას მოთამაშეებს ორჯერადი ვარჯიშები აქვთ. 3 თებერვალს მათი მეტოქე ცნობილი ჩინური კლუბი “გუინჯოუ რენჰესი” იქნება, რომლის შემადგენლობაში “ვოფსბურგისა” და “გალათასარაის” ყოფილი ნახევარმცველი ზვეზდან მისიმოვიჩი ირიცხება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შემადგენლობა არყავს წააგებს აპა რას იზამს. ამის მაგივრად ტორპედო წავა გუშინ ყაზახებს კი გაუდეთ
ცხინვალს აღარ გააჩერებენ მე-4 ზე პოლონეთის 13 ადგილოსანთან წააგო. ტორპედომ 2-0 მოიგო სასიხარულოა რათქმაუნდა მოგება მარა ირტიში დაახლოებით მარტვილის მერანის დონის გუნდია. რეალური ძალა და ის რომ თუ შეუძლია გუნდს რეალურად ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა დებრეცენთან თამაში გამოჩნდება. არ უნდა წააგოს დებრეცენი ძლიერია ლეგიონერები ყავს ბრაზილიელები და რავიცი საიდან არა.
დებრეცენი უნგრეთში მე-3 მეზეა და 5 თამააშია ზედიზედ იგებს.ლეგიონერები ყავს ფრანგი სენეგალელი 2 მაგენთან თუ გააგორენ ამგენმა საკაიფოდ ზნაჩიტ მართლა შეიძლება რაღაც კაიზე ფიქრი. თასსს მოვიგებთ და წავალთ ან მე-3 ზე შევალთ ალბათ მარა იქ უკვე ძლიერები დაგვხვდება და მეტია საჭირო
ეს ცხინვალი ევროთასებზე ითამაშებს) პოლიტიკაა ბოლო ბოლო) დილა დინამო სამტრედია და ცხინვალი) ანდა ცხინვალის მაგივრად სავარაუდოთ ბათუმი
რა უნდა ცხინვალს ევროთასებზე მაგის რესურსი არ აქვთ თამაშების იმხელა რაოდენობა მოიგონ