ფეხბურთი

0:21 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი სანტო "ვერდერის" ჯოკერია

არგენტინელი ფორვარდი დი სანტო მშვენიერ ფორმაშია და ამჯერადაც ლამაზი გოლები გაიტანა. დი სანტო "ვერდერის" სული და გულია, არაერთხელ გამოუჩენია ბომბარდირული თვისებები და ამჯერად "ჰერტას" აგემა. ორივე გოლი ლამაზი იყო: ჯერ ტექნიკურად, არცთუ ძლიერი დარტყმით შორეულ კუთხეში ჩაუსვა მეკარეს, მეორე ბურთი კი ჩაწოდების შემდეგ აკრობატული დარტყმით გაიტანა.
საერთოდაც, "ვერდერმა" აშკარად დაჯაბნა დედაქალაქელები და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. ამ გამარჯვებამ ბრემენელები საშიშ ზონას მოაშორა, "ჰერტა" კი ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.
ტურის ბოლო მატჩი აუგსბურგში, რთულ პირობებში გაიმართა. თამაშის წინ და შესვენებისასაც მინდორი გაწმინდეს თოვლისგან. გადაუღებლივ თოვდა. "აუგსბურგმა" სეზონში რიგით მეათე მატჩი მოიგო და მეხუთე ადგილზეა – "ჰოფენჰაიმს" 3:1 სძლია. სტუმართა საუკეთესო ფეხბურტელმა, ბრაზილიელმა ფირმინომ კი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

ვერდერი-ჰერტა 2:0 (1:0)
ვერდერი: შტენბერგი, ვოლფი, გალვესი, ვესტერგაარდი, ბარგფრედე, ბარტელსი, გაბრე-სელასი, იუნუზოვიჩი (ფელიქს კროოსი 88), ოზთუნალი (ფრიტცი 66), ზელკე, დი სანტო (აიჩიკეჩი 77)
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ბრუქსი, ლუსტენბერგერი, ლანგკამპი, ჰეგელერი, ნიმაიერი (ნჯენგი 46), რონი (ვაგნერი 70), შულცი (ვან დერ ბერგი 46), შტოკერი, შიბერი
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გოლები: 1:0, 2:0 დი სანტო (43, 69)
გაფრთხილება: ზელკე (13), ნიმაიერი (31), გალვესი (37), ჰეგელერი (40), ვან დერ ბერგი (48), შტენბერგი (55), იუნუზოვიჩი (61)
მსაჯი: ცვაიერი
ბურთის ფლობა: 53-47 კარში დარტყმა: 19 (8) – 3 (0) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 1-4 სეივი: 0-6 ჯარიმა: 14-26

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 3:1 (2:1)

აუგსბურგი: მანინგერი, კლავანი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, ბაიერი, ფოილნერი, ჰიობერგი (კორი 72), ტობიას ვერნერი (კაიუბი 88), ალტინტოპი, ბობადილია, ეშვაინი (ჯი 44)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, აბრაჰამი, ბეკი, ბისაკჩიჩი, ფირმინო, Pოლანსკი (შიპლოკი 80), სალიჰოვიჩი (ელიონუსი 55), შვეგლერი, შტრობლი, მოდესტე (შალაი 61), ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 ალტინტოპი (39), 2:0 ვერნერი (42), 2:1 ფირმინო (45), 3:1 ბობადილია (90+2)
გაფრთხილება: ფოილნერი (17), აბრაჰამი (39), ჰიობერგი (43), შალაი (61), ფირმინო (83)
მსაჯი: ბრიხი
ბურთის ფლობა: 55-45 კარში დარტყმა: 15 (7) – 18 (5) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 3-1 სეივი: 4-4 ჯარიმა: 18-28

თეგებიბუნდესლიგა
0.14398