სხვა

0:06 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიტული - საფრანგეთს, ქებათაქება - ყატარს

მსოფლიო ჩემპიონი ხელბურთში მეხუთედ გახდა საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც ფინალში 25-22 დაამარცხა მასპინძელი, ყატარი, ბრინჯაოს მედლები პოლონეთის ნაკრებმა მოიპოვა.

საფრანგეთი ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ყატარმა ბოლომდე იბრძოლა. დასაწყისში ვალერო რივერამ ისევ მიმართა ორი პივოტის ტაქტიკას, რამაც გერმანიასთან წარმატება მოუტანა. იუსეფ ბენალიმ კიდევაც გაიტანა პირველი გოლი, მაგრამ ეს იყო მასპინძელთა ბოლო დაწინაურება.

კლოდ ონესტას დამწყებ შვიდეულში ბარაშეტის ნაცვლად ეყენა ალიქს ნიოკა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა პირველ ტაიმში. ყატარი ერთხანს კვალში ედგა ოლიმპიურ ჩემპიონს, მაგრამ ნიკოლა კარაბატიჩის წინააღმდეგ ზედმეტად უხეში თამაშისთვის ორჯერ გააძევეს მასპინძელთა ცენტრალური მცველი ჰასან მაბრუკი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მასპინძლებს მსაჯებისგან შეღავათის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ტაიმის ნახევრისთვის ყატარს 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები რიცხობრივ ნაკლებობაში, რაც ანგარიშსაც დაეტყო - 12-7 22-ე წუთზე, მაგრამ, ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა ამ მატჩში. კარაბატიჩის, ნიოკას, ნარსისისა და გიგუს წყალობით ფრანგებმა მოიგეს პირველი ტაიმი, თუმცა, ბოლოსკენ კაპოტე-მარკოვიჩის წყვილიც ამუშავდა და სხვაობა შემცირდა - 14-11 შესვენებაზე.

შესვენების შემდეგ კამალალდინ მალლაშმა გაიტანა ზედიზედ ორი გოლი, ხოლო ყატარმა ძალიან აქტიური დაცვის თამაში დაიწყო - 13-14. ონესტამ ახალი ხელბურთელები ჩააბა თამაშში - 3 გოლი გაიტანა ბარაშეტმა, შესვენების შემდეგ სრული ძალით ამუშავდა პორტი, მაგრამ ყატარი კვლავ ცოცხალი იყო და კვალში ედგა მეტოქეს. 17-18, 18-19, 19-20. ეს მოხდა იმის წყალობითაც, რომ ზედიზედ რამდენიმე ბურთი მოიგერია დანიელ სარიჩმა, რომელმაც თვით ომაიერსაც აჯობა. კარაბატიჩი ბენალიმ აიყვანა პერსონალურად და შემდეგ მწვრთნელმა ლიდერს დასვენების საშუალებაც მისცა.

კრიტიკული მომენტი დადგა 46-ე წუთზე, როდესაც ბორხა ვიდალმა ანგარიში 19-20 გახადა, სარიჩმა მაეს და გიგუს აუღო და ყატარი უკვე ანგარიშის გასათანაბრებლად წავიდა შეტევაში, მაგრამ ომაიერმა მოიგერია მალლაშის დარტყმა და იქვე 38 წლის კაპიტანმა, ჟერომ ფერნანდესმა გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი, ხოლო პორტმა ერთიც დაამატა - 22-19 51-ე წუთზე.

ყატარი ისევ აგრძელებდა ბრძოლას. ანგარიშის მინიმუმამდე დაყვანა ორჯერ შეეძლო აბდულა ალ-ქარბის, მაგრამ კუთხიდან ომაიერს მოარტყა, შემდეგ კი 9 მეტრიდან ააცილა. და, როდესაც სირენამდე 35 წამი დარჩა, საფრანგეთი კი 25-22 იგებდა და ბურთიც ჰქონდა, თამაში, ფაქტიურად შეწყდა - ფრანგები უკვე მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავდნენ ერთმანეთს, ხოლო ყატარელები, როგორც გამარჯვებულები, წრეში ჩადგნენ და ტრადიციული სახელბურთო დავლურიც დაუარეს. ყატარი გახდა პირველი არაევროპული გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედლები მოიპოვა.

ბოლოს, დახურვის ცერემონიალის შემდეგ, გამოცხადდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ოლ-სტარის შვიდეული. MVP ტიტული მოიპოვა ფრანგების 39 წლის მეკარემ ტიერი ომაიერმა. შვიდეული ასეთია: მეკარე ტიერი ომაიერი (საფ); მარცხენა გარემარბი ვალერო რივერა (ესპ), მარცხენა შუამარბი: რაფაელ კაპოტე (ყატ), გამთამაშებელი ნიკოლა კარაბატიჩი (საფ), პივოტი: ბარტოშ იურეცკი (პოლ), მარჯვენა შუამარბი: ჟარკო მარკოვიჩი (ყატ), მარჯვენა გარემარბი: დრაგან გაიჩი (სლნ).

***

თამაშებამდე გაიმართა დასკვნით პრესკონფერენცია, რომლის ლაიტმოტივი ნატურალიზაციის წესს შეეხებოდა. ევროპელების აზრით, ერთი ქვეყნის ნაკრებში ნათამაშებ ხელბურთელებს აღარ უნდა შეეძლოთ მოქალაქეობის შეცვლა. ამაზე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგვიპტელმა პრეზიდენტმა, დოქტორმა ჰასან მუსტაფამ უპასუხა: - გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, იღებს კონგრესი, კონგრესმა კი დაადგინა, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა ორი ფედერაციის შინაური საქმეა. შესაბამისად, ყატარელები წესების მიხედვით მოქმედებდნენ. მე, როგორც პრეზიდენტი, ვზრუნავ თამაშის განვითარებაზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, არაბეთის ნახევარკუნძულზეც - ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ხალხს აქვს სურვილი, საშუალება და ინფრასტრუქტურა განვითარებისთვის. და რაც შეეხება ნატურალიზაციას, ევროპულ გუნდებშიც, მაგალითად საფრანგეთის ნაკრებშიც, თამაშობენ ხოლმე სხვა ქვეყანაში დაბადებული მოთამაშეები...

***

მესამე ადგილისთვის მატჩი ძალიან მწვავე გამოდგა, პოლონეთი თავიდან 5-1 დაწინაურდა ესპანეთთან, მაგრამ მსოფლიოს ექსჩემპიონებმა ნელნელა აღადგინეს სხვაობა. ტაიმი 13-13 მორჩა. როცა 50-ე წუთზე ხოსე მარია როდრიგესმა ანგარიში 22-18 გახადა, გამარჯვებულის ვინაობა თითქოს გაირკვა, მაგრამ, პოლონეთის გუნდში თავი გამოიჩინეს იმ მოთამაშეებმა, ვინც აქამდე ჩრდილში იყო და მეტი ძალა ჰქონდა შემონახული - ცაცია ინსაიდმა მიხალ შიბამ და პივოტმა კამილ სიპრჟაკმა. შიბამ ბოლო შეტევაში, თითქმის ბოლო წამზე გაათანაბრა ანგარიში - 26-26 და დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც გადამწყვეტი გამოდგა მიხალ იურეცკის ორი საგოლე პასი სიპრჟაკის მისამართით - 29-28. ესპანეთს 20 წამი დარჩა ბოლო შეტევისთვის და გათანაბრება ვეღარ მოახერხა.

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

ლუსაილ არენა - 15 300

ფინალი, 1 თებერვალი

--

1/2 ადგილები. ყატარი-საფრანგეთი 22-25

ყატ: სარიჩი 14/37, სტოიანოვიჩი 1/3 - მარკოვიჩი 16/7, კაპოტე 7/6, ვიდალი 3/3, მალლაში 4/3 (5 პასი), მადადი 1/1, ბენალი 2/1, მემიშევიჩი 3/1, ჰასაბ ალლა 1/0, ალ ქარბი 2/0, რუანი 3/0, მაბრუკი, ზაკარი (ჰამდუნი, დამიანოვიჩი)

საფ: ომაიერი 9/31 (დიუმულენი) - ნ. კარაბატიჩი 7/5 (5პ, 1ჩ, 2 ბშ), ნარსისი 7/4, პორტი 8/4, გიგუ 5/3, ნიოკა 5/3, ბარაშეტი 6/3, მაე 2/1, ფერნანდესი 2/1, სორენდო 3/1, ჟოლი 1/0, ლ. კარაბატიჩი 1/0, აკამბრეი (ანიჩი, ონრუბია)

მსაჯები: ნოვოტნი, ჰორაჩეკი - ჩეხ; მაყურებელი 15 300

ვიდეო: http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1gknbbmvdx2uh14383hojwus1r/title/qatar-22---25-france

--

3/4 ადგილები. პოლონეთი-ესპანეთი 29-28 (დ.დ. 26-26)

პოლ: შმალი 10/38 (ვიშომირსკი, ვიხარი) - შიბა 12/8, სიპრჟაკი 7/6, ვიშნევსკი 6/4, დაშეკი 3/3, მ. იურეცკი 6/3, ბ. იურეცკი 3/2, კრაევსკი 1/1, იურკევიჩი 7/1, ბელეცკი 7/1, ხრაპკოვსკი 4/0, გრაბარჩიკი, ორჟეხოვსკი, როევსკი

ესპ: პერესი 15/44 (სიერა) - ტომასი 8/7, რივერა 6/5, აგინაგალდე 5/4, გარსია 7/4, მაკედა 8/3, ენტრერიოსი 5/2, როდრიგესი 1/1, გვარდიოლა 1/1, როკასი 3/1, კანელასი 4/0, დუიშებაევი 1/0, უგალდე, მოროსი, ანდრეუ

მსაჯები: ჰანსენი, გიედინგი - დან; მაყურებელი 6000

ვიდეო: http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1dz78o2dhlvmr1jc9hcv0qc2op/title/poland-29---28-spain

---

საბოლოო კლასიფიკაცია. 1. საფრანგეთი 2. ყატარი 3. პოლონეთი 4. ესპანეთი 5. დანია 6. ხორვატია 7. გერმანია 8. სლოვენია 9. მაკედონია 10. შვედეთი 11. ისლანდია 12. არგენტინა 13. ავსტრია 14. ეგვიპტე 15. ტუნისი 16. ბრაზილია 17. ჩეხეთი 18. ბელარუსი 19. რუსეთი 20. ბოსნია 21. ირანი 22. საუდეთი 23. ჩილე 24 ალჟირი

--

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები: (9 თამაშიდან) დრაგან გაიჩი, სლნ 71 (27 პენ) – (9) ჟარკო მარკოვიჩი, ყატ 67 (15) – (9) უვე გენსჰაიმერი, გერ 54 (23) - (7) როდრიგო სალინასი ჩილ 52 (15) - (9) რაფაელ კაპოტე, ყატ 48 (-) - (9) ვალერო რივერა, ესპ 47 (17) - (6) კირილ ლაზაროვი, მკდ 45 (23) – (7) სიარჰეი რუტენკა, ბლრ 43 (14) –(6) რობერტ ვებერი, ავს 42 (14) - (9) ივან ჩუპიჩი, ხორ 41 (17) – (9) მიქელ ჰანსენი, დან 39 (-) – (6) ფედერიკო პისარო, არგ - 37 (9) - (9) პატრიკ გრიოცკი, გერ 36 (-) - (9) მიქაელ გიგუ, საფ 36 (14) - (9) მიხალ იურეცკი, პოლ 36 (-)

--

პასები: (9) ჰანსენი 49 – (9) რაულ ენტრერიოსი, ესპ 32 - (9) მადს ქრისტიანსენი, დან 29 - (9) მ. იურეცკი, პოლ 28 - (6) ლაზაროვი 28 – (7) ს. რუტენკა 28 – (9) შტეფენ ვაინჰოლდი, გერ 28 - (9) დომაგოი დუვნიაკი, ხორ 27 – (9) ნიკოლა კარაბატიჩი, საფ 26 - (7) სალინასი 26 – (7) მესაუდ ბერკუსი, ალჟ 24 – (9) უროშ ზორმანი, სლნ 24 – (9) სებასტიან სკუბე, სლნ 24 - (9) იურე დოლენეცი , სლნ 23 - (7) ტომაშ ბაბაკი, ჩეხ 22 – (9) მარკოვიჩი 23 - (9) ხოან კანელასი, ესპ 22

--

გოლი+პასი: (9) მარკოვიჩი 90 - (9) ჰანსენი 88 - (7) სალინასი 78 – (9) გაიჩი 75 - (6) ლაზაროვი 73 – (7) ს. რუტენკა 71 – (9) მ. იურეცკი 64 - (9) გენსჰაიმერი 63 - (9) ქრისტიანსენი 62 – (9) კაპოტე 60 - (9) დუვნიაკი 59 – (9), ნ. კარაბატიჩი 59 (9) - ვაინჰოლდი 57 - (9) დოლენეცი 55 – (9) კანელასი 54 - (9) გიგუ, საფ 53 - (6) ფილიპ იხა, ჩეხ 52 – (9) რივერა 52 - (9) სკუბე 52 - (6) რობერტ ვებერი, ავს 51 – (7) მესაუდ ბერკუსი, ალჟ 51 – (9) გრიოცკი 50

--

დაცვა (ჩაჭრა+ბლოკშოტი): (9) ვირან მოროსი, ესპ 7+18 - (9) ნ. კარაბატიჩი, საფ 8+14 - (9) გედეონ გვარდიოლა, ესპ 3+15 - (9) მ. იურეცკი 6+12 - (6) ტობიას კარლსონი, შვდ 5+12 - (9) მილადინ კოზლინა, სლნ 4+13 – (9) იაკოვ გოიუნი, ხორ 5+12 - (6) იბრაჰიმ ელ მასრი, ეგვ 6+10 - (9) ჰასან მაბრუკი, ყატ 14+2 – (6) ტიაგუს სანტოსი, ბრა 12+3 - (7) იაკუბ შიმანსკი, ჩეხ 3+11 - (7) სეიად მუსავი, ირა 3+11 - (9) პატრიკ ვინჩეკი, გერ 4+9

--

მეკარეები: (9) კარსტენ ლიხტლაინი, გერ - 57/152-38% - (9) ფილიპ ივიჩი, ხორ - 44/119-37% - (9) ტიერი ომაიერი, საფ 105/283-37% - (9) გონსალო პერესი, ესპ 97/259-37% - (6) მატიას ანდერსონი, შვდ 53/147-36% - (9) დანიელ სარიჩი, ყატ 75/206-36% - (7) პეტრ შტოხლი, ჩეხ 75/210-36% - (9) იანიკ გრენი, დან 47/135-35% - (9) სილვიო ჰაინეფეტერი, გერ 67/93-35% - (6) ნიკოლა მარინოვიჩი, ავს 52/150-35%

0.157085