ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი მოიგეს.
ქართული წყვილი ანტალიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და 4 მატჩის მოგება მოახერხა. ნახევარფინალში გორგოძემ და ქვაცაბაიამ უნგრელებს – ბარზოს და სტოლმარს 6:4, 1:6, 7:6 (10:7) სძლიეს, ფინალში კი მე-2 რეიტინგის მქონე პოლონელი ბარანსკა და ფრანგი მუნტეანი 6:2, 6:2 დაამარცხეს.