რაგბი

17:03 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის მკურნალობის ვადა ხვალ დადგინდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს ნატკენ ფეხზე სურათს ხვალ გადაუღებენ, რის შემდეგაც დაზიანების ხარისხის და მკურნალობის ვადები გახდება ცნობილი.

“ფეხზე სურათს ხვალ გადამიღებენ და მკურნალობის ზუსტი ვადაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი. უკანა კუნთი მაქვს გახეული. დღევანდელი მონაცემებით აღდგენით პროცესს დიდი დრო არ უნდა დაჭირდეს” - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” გორგოძემ.

30 წლის მორაგბე საფრანგეთის Top 14-ის მე-17 ტურში, “ბაიონთან” მატჩის მიწურულს დაშავდა. გორგოძემ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 51-ე წუთზე ლევან ჩილაჩავას მიერ გატანილ ლელოში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ 71-ე წუთზე რაქში ფეხი ცუდად ჩაყვა და შესაცვლელი გახდა.

0.114801