ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს სურს კლუბის ხელმძღვანელობამ ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ თეო უილკოტს კონტრაქტი ხუთი წლით გაუხანგრძლივოს.
25 წლის ფეხბურთელს “მეთოფეებთან” ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ტრავმებით გაწამებულმა უილკოტმა “არსენალის” მაისურით მხოლოდ 7 შეხვედრაში გამოჩნდა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.