ფეხბურთი

15:30 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პირველი ლიგის გუნდი “საბურთალი” თურქეთის ქალაქ ალანიაში დღეს დილით გაემგზავრა. თბილისური გუნდი მეზობელ ქვეყანაში შეკრებას 16 თებერვლამდე გაივლის და რამდენიმე ტესტ-მატჩსაც გამართავს.

გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსამზადებელი ეტაპისთვის თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ნოდარ იაშვილი, რევაზ ბარამიძე, გაგი მარგველაშვილი, რატი კაკიაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა შიხაშვილი, ცოტნე ნადარაია, ილია ბეროშვილი, ლუკა ბლიაძე, გიორგი ხარაიშვილი, ბექა გვარაძე, ირაკლი ბიძინაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ხორხელი, ბექა ნიკოლაშვილი, გურამ გოშთელიანი, დავით ჯიქია, ირაკლი რუხაძე, გიორგი წივილაშვილი, ანდრო სოფრომაძე, გიორგი თევზაძე.

საბურთალოელებს თურქულ შეკრებაზე ტესტ-მატჩების გამართვა აქვთ დაგეგმილი. სავარაუდოდ თბილისელები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს ხაბაროვსკის “სკა-ენერგიასთან”, “კრილია სოვეტოვთან” და ბულგარეთის ორ გუნდთან – “ბეროე” და “ჰასკოვო”.

0.125582