ფეხბურთი

12:56 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფლეტჩერის ტრანსფერი ჩაიშალა

როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილსაც “ოლდ ტრაფორდზე” გაატარებს.

ლონდონის “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია 31 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას იჩენს და ამ დრომდე თავად მოთამაშის პასუხს ელოდა, რადგან კლუბების დონეზე ყველაფერი შეთანხმებული იყო. ვარაუდობდნენ, რომ ფლეტჩერი, რომელსაც დაბადების დღე 1 თებერვალს აქვს, “აპტონ პარკზე” სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდოდა, მაგრამ დარენმა ბოლო წამს უარი განაცხადა და გარიგებაც ჩაიშალა.

“არ მესმის რა ხდება, რადგან მითხრეს, რომ ფლეტჩერი “ვესტ ბრომვიჩთან” კონტრაქტს აფორმებდა. ბოლო წამს ლონდონელებმა ფეხბურთელის არენდით აყვანა გადაწყვიტეს, ჩვენ კი, სულ სხვა რამეზე შევთანხმდით” - განუცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა Sky Sports-ს.

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი (66 მატჩი, 5 გოლი) “მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პირველ გუნდში 2003 წლიდან დაწინაურდა, სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.114445