ფეხბურთი

10:30 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელებმა ბასკები დაჩაგრეს

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს მადრიდულ-ბასკური დაპირისპირებები გაიმართა.

კრიშტიანო რონალდუს გარეშე მყოფმა მადრიდის “რეალმა” შინ სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღო და პირველი წრეში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. თუმცა, შეხვედრა მასპინძელთათვის ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე წუთზე რუბენ პარდომ კუთხური მოაწოდა და ელუსტონდომ ძლიერი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლს “რეალი” არ დაუბნევია და წონასწორობა მე-3 წუთზე აღდგა – მარსელოს ჩაწოდების შემდეგ ხამეს როდრიგესმა თავური დარტყმით გაუტანა ხერმან რულის. 37-ე წუთზე არგენტინელმა კიპერმა ბენზემას აუღო, თუმცა დამატებაზე სერხიო რამოსის დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა.

მეორე ნახევარში “რეალი” დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც ქარიმ ბენზემას გატანილ გოლებში აისახა. ფრანგმა 52-ე წუთზე ცარიელ კარში შეაგორა ბურთი, ხოლო 76-ე წუთზე ულამაზესი გოლის ავტორი გახდა – 4:1.

მადრიდის “ატლეტიკო” “იპარუას” ეწვია და მარტივად დაამარცხა “ეიბარი”. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა პირველივე ნახევარში მოუმთავრეს საქმე ბასკურ კლუბს. ანგარიში მე-7 წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა, ხოლო მარიო მანძუკიჩმა 23-ე და 25-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა 89-ე წუთზე მოახერხეს – 1:3.

სექტემბრის შემდეგ პირველად იმარჯვა “გრანადამ”, რომელმაც კორდობას გოლით შინ მოუგო “ელჩეს”, ხოლო ვიგოს “სელტამ” “კორდობასთან” საშინაო შეხვედრაში ნოლიტოს გოლით ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გალისიელებს ლა ლიგაში ბოლო გამარჯვება “ბარსელონასთან” ჰქონდათ მოპოვებული.

რეალი – სოსიედადი 4:1 (2:1)


მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-4-2): კასილასი, ვარანე, რამოსი, მარსელო, კარვახალი, კროოსი (ხედირა 81), ილარამენდი, ისკო, ხამეს როდრიგესი (ხესე როდრიგესი 74), ბეილი, ბენზემა (ერნანდესი 81).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ბერჩიჩი, ელუსტონდო (ბერგარა 63), გორკა, პარდო, კანალესი (დე ლა ბელა 46), გრანერო, პრიეტო, ველა (აგირეჩე 17).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1 ელუსტონდო (1), 1:1 ხამეს როდრიგესი (3), 2:1 რამოსი (37), 3:1;4:1 ბენზემა (52,76).
გაფრთხილებები: ილარამენდი, მარსელო, ხედირა – ბერჩიჩი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 26(11)-8(2), ჯარიმა: 8-11, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-7

ეიბარი – ატლეტიკო 1:3 (0:3)


ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ნავასი, ანიბარო, კასტელიანო, აბრაჰამი, ერასტი (ლარა 46), ბორხა, ბერხონი, არუაბარენა (ლეკიჩი 46), დელ მორალი (კაპა 46), პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, ხ.ხიმენესი, გამესი, სიკეირა, ტიაგო, კოკე (კანი 79), საული, გრიზმანი (რ.ხიმენესი 70), რ.გარსია (მ.სუარესი 55), მანუძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 გრიზმანი (7), 0:2;0:3 მანძუკიჩი (23;25), 1:3 პიოვაკარი (89).
გაფრთხილებები: პიოვაკარი, აბრაჰამი, კასტელიანო – გრიზმანი, კოკე, საული
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11(3)-8(5), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2

გრანადა – ელჩე 1:0 (0:0)

გრანადა, “ნუევოს ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, მაინცი, ბაბინი, ნიომი, ინსუა, ფ.რიკო, რ.პერესი, პიტი (ხ.მარკესი 81), იბანესი (ფოლქიერი 89), ბანგურა (კანდეიასი 71), კორდობა.
მწვრთნელი: აბელ რესინო

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, როკო, ალბაკარი, დ.სუარესი, პასალიჩი, ა.გონსალესი, ვ.როდრიგესი, ა.ნიგუეზი (ანხელი 73), ა.ხიმენესი (კ.ერერა 64), კორო (გ.როდრიგესი 67).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: კორდობა 56.
გაფრთხილებები: ნიომი, ინსუა, მაინცი, ბანგურა – როკო, დ.სუარესი, ლომბანი, კორო, გ.როდრიგესი
გაძევება: დ.სუარესი 70.
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 14(2)-5(1), ჯარიმა: 14-13, კუთხური: 12-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-1

სელტა – კორდობა 1:0 (0:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ს.გომესი, პლანასი, ა.ფერნანდესი (პ.ერნანდესი 91), ორელიანა (რადოია 79), კრონ-დელი, მინა (ა.ლოპესი 68), ნოლიტო, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, პანტიჩი, ედიმარი, გუნინო, დეივიდი (ბ.გარსია 78), ფ.როსი, ჰელდონი (აბელი 46), გილასი, ბებე, ანდრონე.
მწვრთნელი: მიროლავ ჯუკიჩი

გოლი: ნოლიტო 55.
გაფრთხილებები: ორელიანა, მინა – ჰელდონი, ბებე, აბელ, კრესპო
მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 19(9)-8(3), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-8

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 21. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 14. კარლოს ბაკა (“სევილია”) -12.

თეგებილა ლიგა
0.183314