ფეხბურთი

3:30 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" ფრე "ოლიმპიკოზე"

იტალიის სერია ა-ს 21-ე ტური დაიწყო. ლევან მჭედლიძის “ემპოლმა” “სტადიო ოლიმპიკოზე” ფრედ 1:1 ითამაშა “რომასთან.” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე კვლავ ვერ მოხვდა ემპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში. მაურიციო სარმა იტალიელი ფორვარდი მანუელ პუკარელი მატჩის 74-ე წუთზე ქართველი ფორვარდით შეცვალა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა. მთავარმა მსაჯმა 37-ე წუთზე მანოლასი გააძევა მოედნიდან, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მოედანი სტუმართა გუნდის წევრმა საპონარამ დატოვა.

39-ე წუთზე მაკარონემ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა თანაგუნდელები, თუმცა მეორე ტაიმის 57-ე წუთზე მაიკონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ეტაპზე “ემპოლი” 20 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

0.164431