ფეხბურთი

0:58 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა ითამაშა, ზარანდია კვლავ თადარიგშია

ბელგიის ჩემპიონატში “შარლერუასთან” შეხვედრაში მარცხი განიცადა ალექს მაკლიშის “გენკმა.” დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ზარანდია დებიუტის მოლოდინშია, 18 წლის ახალგაზრდა შემტევი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა. მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ხავი მარტოსმა გაიტანა.

გერმანიის მესამე ლიგის 23-ე ტურის მატჩები გაიმართა.“დუისბურგმა” გასვლით შეხვედრაში 2:1 დაამარცხა “ჰალეშერი.” მატჩს 6 286 მაყურებელი დაესწრო. აკაკი გოგიამ მატჩი სრულად ჩაატარა, მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი კი ფინელი ტიმო ფუროჰოლმის ანგარიშზეა.

სერია ბ-ს 24-ე ტურში “ლატინამ” შინ 3:2 დაამარცხა “ლივორნო.” ირაკლი შეყილაძე გამარჯვებულთა განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია. მასპინძელთაგან გადამწყვეტი გოლი ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ფორვარდმა რუბენ ოლივეირამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

0.118435