გიორგი ქვილითაიას “გიორ ეტომ” ამხანაგური მატჩი “სლოვაცკოს” წინააღმდეგ გამართა. უნგრულმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით, პრისკინის მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა მეტოქე. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მატჩის 58-ე წუთზე გოლის ავტორის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე.
https://www.youtube.com/watch?v=XmVv7P9o1Zw
ლვოვის “კარპატმა” ფრედ 0:0 ითამაშა “ადმირა ვაკერთან.” უკრაინულმა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ბუბა დაუშვილმა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი შესვენების შემდეგ მინდორზე აღარ გამოჩენილა.
https://www.youtube.com/watch?v=mM3PieFHl4E
მოსკოვის “სპარტაკმა” ამხანაგური მატჩი გამართა ბულგარული “ლუდოგორეცის” წინააღმდეგ. შეხვედრა რუსული კლუბის დამარცხებით დასრულდა (2:3). ჯანო ანანიძე 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, ქართველმა მოთამაშემ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი ქვინსი პრომესი შეცვალა.
https://www.youtube.com/watch?v=42BusoSQxiQ
20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი სარჯველაძემ პოლონური “ტიხის” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. “ტიხი” მეგობრულ მატჩში პოლონურ “პოლონია ლაზისკას” დაუპირისპირდა და კოვალჩუკის გოლით მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე. “სასკოს” ყოფილმა მოთამაშემ შეხვედრა სრულად ჩაატარა.
დიუსელდორფის “ფორტუნამ” ამხანაგური მატჩი “მეპენის” წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ქართველ ფეხბურთელ ჯიმი ტაბიძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ანანიძის ძმაკაცი დზიუბა ტრანსფერზე დააყენეს ჯანოსავ ეგ ელის
სპარტაკმა გოლები 9-ფეხვურთელით დარჩენილ(2-გააძევეს)ლუდოგორეცს გაუტანეს,მოგვიანებით მოლაპარაკების შემდეგ სრული შემადგენლობით მოთამაშე ლუდოგორეცმა 2 გაიტანა -3-2.აშკარად ჯობდა ლუდოგორეცი და ამ დ...მ...სპარტაკში უნდა მთელი კარიერა გაატაროს ჯანომ?
ს.კ. დილა გორი
6 წთ. ·
„დილამ“ პირველი სპარინგი პოლონურ „იაგელონიასთან“ ფრედ დაასრულა
როგორც მოგეხსენებათ, 29 იანვარს გუნდმა უცხოური შეკრებისთვის გეზი თურქეთისაკენ აიღო.
31 იანვარს კი გორელებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი „იაგელონია“ გახლდათ, რომელიც ამჟამად 16 გუნდიან ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ამ ტურნირზე გუნდის უმაღლესი შედეგი მეოთხე ადგილია, თუმცა არის პოლონეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მრავლად იყო ორთაბრძოლები, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. გარდა გატანილი გოლისა, გორელებს კიდევ ოთხჯერ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება. თითოჯერ მოდებაძემ და თექთურმანიძემ გუაშვეს შანსი ხელიდან, ფალავანდიშვილმა კი ორჯერ ვერ გამოიყენა ასეთი შესაძლებლობა.
ამ მატჩში ანგარიში გორის „დილამ“ გახსნა. 32’-ე წუთზე სტუმართა გუნდის მეკარის გადაცემა გიორგი ერისთავმა ჩაჭრა და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 0:1.
ტაიმის მიწურულს პოლონელებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლის ავტორი „იაგელონიის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი კეროლ სვიდერსკი გახლავთ - 1:1.
63’-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მორიგი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს, თუმცა მოლაპარაკების შედეგად მათ 11 კაცით გააგრძელეს თამაში.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ 3 თებერვალს გერმანიის რეგიონალლიგის ერთ-ერთ ბინადართან გამართავს.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, თექთურმანიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ხიდეშელი, გვალია, მელქაძე, სეთურიძე, გორელიშვილი, ახალკაცი.
გოლები: ერისთავი (32’) 0:1, სვიდერსკი (45’) 1:1.
სარჯველაძე ბოლოს დინამო 2-ში თამაშობდა
ეჰ ანანიძე ანანიძე, მარტო მსოფლიო სპორტის ფორუმელ "შევჩეს" თუღა აქვს შენი იმედი
რაც გინდა ის წერე, მარა მოდი მე საერთოდ ნუ მახსენებ რა. მაგრად გაიბურღა ტვინი შენი ბოღმა კომენტარებით.