აზიის თასის 2015 წლის გათამაშება ავსტრალიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოიგო. სიდნეიში გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში ტურნირის მასპინძლებმა სამხრეთ კორეა დამატებით დროის ჩათვლით 2:1 დაამარცხეს.
აღნიშნული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად ავსტრალიელი ფეხბურთელი მასიმო ლუონგო აღიარეს. ინგლისური “სუინდონის” 22 წლის ნახევარმცველმა აზიის თასის გათამაშებაზე 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრალიის და იტალიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს ავსტრალიელები დააწინაურა. მეორე გოლი ლუონგომ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ქუვეითს 45-ე წუთზე გაუტანა.