სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:39 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” გულშემატკივარმა ლამპარდის გოლის გატანაზე თანხა დადო

ლონდონის “ჩელსის” და “მანჩესტერ სიტის” საპრემიერლიგო დაპირისპირებამდე რამდენიმე საათი რჩება. სატურნირო თვალსაზრისით დაძაბული შეხვედრა გველის, რადგან “ქალაქელებს” “არისტოკრატებთან” ქულათა სხვაობის შემცირება სურთ, ხოლო “ჩელსის” საგრძნობლად დაწინაურება.

გულშემატკივრები უკვე “სტემფორდ ბრიჯთან” არიან შეკრებილნი და აღნიშნულ შეხვედრაში ყურადღებას ფრენკ ლამპარდი მიიპყრობს. ინგლისელი სეზონის დაწყებამდე ლონდონური გრანდიდან მანჩესტერულ გუნდში აღმოჩნდა.

“სიტის” ერთ-ერთმა მხარდამჭერმა “თვითერის” მეშვეობით ფოტო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, როგორ დადო თანხა ლამპარდის გატანილ გოლზე. აღნიშნულ შეხვედრაში თუ ფრენკი ორივე გუნდის შემადგენლობიდან ანგარიშს გახსნის კოეფიციენტი 500 გირვანქა აქვს. შესაბამისად “ქალაქელთა” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ლამპარდის გოლზე ფსონად 10 გირვანქა დადო და 5000 მოგების იმედი აქვს.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება “ეტიჰადზე” 21 სექტემბერს 1:1 დასრულდა და 85-ე წუთზე ლამპარდმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და შეხვედრაც ფრედ დამთავრდა. ვინ იცის იქნებ ვინმე კიერან ობრიენმა დღევანდელ მატჩი 5000 გირვანქა მოიგოს. ლამპარდის მიმდინარე სეზონის ასპარეზობას თუ გადავხედავთ, “სიტის” მხარდამჭერს კარგი “კუშის” მოგების შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113148