ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი ცენტრალური თავდამსხმელი სტიპე პერიცა ნახევარწლიანი იჯარის წესით “უდინეზეში” იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი “არისტოკრატებმა” 2013 წლის ზაფხულში ხორვატიული “ზადარიდან” 2.45 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს და ჰოლანდიურ “ბრედაში” 2015 წლის 28 იანვრამდე ჰყავდათ განათხოვრებული.
ნიდერლანდური გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ერედივიზიონში 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა. პერიცას სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევროს შეადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
TERRY 26 LAMPARD 8 ბევრს კონტრაქტი ისე დაუმთავრდა და წავიდა,რაც შეეხება იმას რომ კარგიაო,პირიქით ძალიან ცუდია ესეგი სკაუტები ვერ მუშაობენ კარგად,რადგან ამდენი ხალხიდან 99% არ ადგება ვინც ჰყავთ
ამაში ჩემდასამწუხაროდ მართალი ხარ, საშინელი სკაუტები გვყავს
თან რაცმთავარია,ესენი ისეთ ფასში ყავთ ნაყიდი მერე რომ მოინდომონ გაყიდვა წაგებულები არდარჩებიან,პირიქით 2 მილიონად ნაყიდს მერე 20 ყიდიან.
ჩელსის მოკლედ ალბათ 30 ფეხბურთელი თუ მეტი არა ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული,აგროვებენ ფეხბურთელებს
და რასხედავ მაგაში სასაცილოს???? ამ განათხოვრებულებიდან რამდენიმე გაამართლებს,აბა ისაა კარგი მანჩესტერს რაც სჭირს,ნორმალურ ფეხბურთელებს რომ ვეღარ ყიდულობენ,ჩელსი თავიდანვე ზრუნავს იმაზე რომ ასაკში შესული ფეხბურთელი ახალგაზრდამ ჩაანაცვლოს და რაც მთავარია გამოადგეს გუნდს.
:დ ცვეტში