ინგლისური გამოცემა “სანის” ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” მზადაა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 178 მილიონი ევრო გაიღოს. ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა “სიტის” მფლობელ, შეიხ მანსურს სურს.
დიდი ალბათობით, “ბლანკოსი” ამ შეთავაზებას უარყოფს, მაგრამ “ქალაქელთა” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირსტაინი რონალდუს აგენტ ხორხე მენდესთან კონტაქტზე დარჩენას მაინც აპირებს.