ფეხბურთი

16:16 | 31.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მჭედლიძე - საბატინის შეცდომა

იტალიურმა პორტალმა insideroma-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც “ემპოლის” ქართველ ფორვარდ ლევან მჭედლიძეს და “რომას” ამჟამინდელ სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის ეხება. საქმე ისაა, რომ საბატინი სიცილიის “პალერმოში” სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა, როცა კუნძულელებში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

2008 წლის ოქტომბერი იყო, როცა ლევან მჭედლიძემ პალერმოში ფეხი გაიდგა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი, “ქართველი იბრაჰიმოვიჩი” (სწორედ ასე იხსენიებდა მას ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯიჯი კანი). მჭედლიძემ იმავე წლის ოქტომბრის თვეში ტურინში, “იუვენტუსს” გამარჯვების გოლი გაუტანა, რითაც “პალერმოს” ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც სერია A-ში ოდესმე გოლი გაუტანია. იმ დღეს ლევანი 18 წლის და 195 დღის იყო.

დღეს, მჭედლიძე “სტადიო ოლიმპიკოზე” ბრუნდება და ალბათ მატჩს სათადარიგოდან დაიწყებს. აქ კი, ის ძველ ნაცნობს, ვალტერ საბატინის შეხვდება. ადამიანს, რომელმაც იგი “პალერმოში” მიიყვანა.

“ჩემს კარიერაში მჭედლიძე ყველაზე დიდი შეცდომა იყო”, - იტყვის მოგვიანებით ვალტერ საბატინი.

დიდი გაქცევა – 2010 წელს, მჭედლიძემ თავისი კარიერის დასაწყისში გაქცევა გადაწყვიტა. იგი დაიღალა სკამზე ხშირი ჯდომით, ნდობას ვერ გრძნობდა მაშინდელი თავკაცისგან, დელიო როსისგან. ასე გადაწყვიტა მან წასვლა თავის ქალაქში, თბილისში, საშობაო შვებულებაში, სადაც დიდი ხნით დარჩა. ის არც “პალერმოს” ზარს პასუხობდა და არც საბატინის. ამ ფაქტზე საბატინი იტყვის:

“ეს არაა პირველი შემთხევვა, როცა ასეთი რამ ხდება. ბევრს კიდევ სჯერა მისი და დარწმუნებულნი არიან, რომ გახდება დიდი მოთამაშე, მაგრამ ლევანს აქვს ერთი დიდი ნაკლი - მას არ აქვს საფეხბურთო ცოდნა”.

აღორძინება - დღემდე მჭედლიძე პატარა ფეხბურთელად რჩება. “ემპოლის” შეუძლია მას მისცეს გზა და აქციოს დიდ ფეხბურთელად. იტალიის თასის მერვედფინალში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ, ემპოლელთა პრეზიდენტი ფაბრიციო კორსი სიტუაციას ასე აფასებდა:

“სიტუაციის გამოსწორება თავდაუზოგავი ვარჯიშით და გონებრივი აზროვნებით შეიძლება, ამაზე იგივე საბატინიც მიანიშნებდა ჯერ კიდევ “პალერმოში” ყოფნისას”.

დაველოდოთ რა მოხდება დღეს საღამოს. საბატინის კარიერაში წარუმატებელი ტრანსფერები მართლაც ცოტა იყო, მაგრამ მჭედლიძე ერთ-ერთი მათგანია. თუმცა ალბათ, არსებობს მარცხი კიდევ უფრო მტკივნეულიც...


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:54 | 25.02.2015
Sergio Ramos-CR7 (12995)

ტიპს ფეხს ატეხავდნენ და ამას მიცეს დიკსვალიფიკაცუაააააააააა

16:13 | 25.02.2015
top4 (3615)

არადა მატიჩითაც გაიპობოდნენ ფინალში 1 მარტს : ))

15:20 | 25.02.2015
Pharrell (1884)

მაგარი ჩამოსხმა ხალხი ზის ასოციაციაში.თურმე რახან მსაჯმა არ მისცა ყვითელი არ უნდ დაისაჯოს ამიტომ. და ფეხი რო მოეტახა მაინც არაფეერი???

13:58 | 25.02.2015
NGoLo KaNte (36472)

შეუმცირდა და 2 მატჩს გამოტოვებს

რაც შეეხება ფას ამაზრზენია უკვე მაგათი საქციელი

13:56 | 25.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ინგლისის ასოციაცია მოგიდღანთ დედის მუდლები.

13:11 | 25.02.2015
19.05.2012 (1717)


მარტო მატიჩი დაისაჯა. რაც მაგ თამაში ატკინსონმა შევდომები დაუშვა ეგეც უნდა მიეყოლებინათ. ბარნის კიდევ წითელი ეკუთვნოდა ლამის ფეხი გადაუმტვრია მატიჩს.

0.067002