Football Italia-ს ცნობით “ფიორენტინას” 26 წლის ნახევარმცველი ხუან კუადრადო “ჩელსის” ფეხბურთელი გახდება და 74-ნომრიან მაისურს მოირგებს.
“ფლორენცია ყოველთვის ჩემს გულში იქნება, აქ საოცარი გულშემატკვირები არიან. “ფიორენტინამ” მომცა შანსი, რომ კარგ ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი. ინგლისში ახალი გამოწვევა და თავგადასავალი მელოდები, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”- განაცხადა კოლუმბიელმა.
კუადრადო “ფიორენტინაში 2012-წლიდან თამაშობს, სადაც 85 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.