სენეგალის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ფრანგული “ლილის” მცველი პაპ სუარე კარიერას პრემიერლიგის ბინადარ ლონდონის “კრისტალ პალასში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “არწივების” წარმომადგენელმა სტივ პარიშმა თავის “თვითერის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა აფრიკელმა ფეხბურთელმა ლონდონელებთან. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისელებმა ფრანგებს მცველის სანაცვლოდ 4 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
მიმდინარე სეზონში 24 წლის პაპ სუარემ “ლილის” მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა. მცველის სათამაშო დრო ლილელთა შემადგენლობაში მატჩში საშუალოდ 80 წუთს შეადგენდა.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ალან პარდიუსთვის სუარე ჯორდან მუტჩის და შოლა ამეობის შემდეგ მესამე შენაძენი გახლავთ.