ფეხბურთი

12:13 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” სანტანა გაანათხოვრა

გელზერკირხენის “შალკემ” ბრაზილიელი მცველი ფილიპ სანტანა პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია, როგორ ბერძნულმა, ასევე გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი პირეოსელთა ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს და ზაფხულში “შალკეს” დაუბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, სანტანას იჯარაში “ოლიმპიაკოსმა” თანხა გადაიხადა თუ არა.

მიმდინარე სეზონში ფილიპმა გელზერკირხენელთა მაისურით მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ძირითადად შეცვლაზე თამაშობდა.

0.140421