ჯანო ანანიძემ ესპანეთში შეკრებაზე მყოფი მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში ითამაშა.
პირველ ამხანაგურ მატჩში, მოსკოველები პოლონეთის “ზავიშას” დაუზავდნენ 0:0, ხოლო ქართველი ფეხბურთელი თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპზე ანანიძეს “სპარტაკში” სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა, მას კლუბის დატოვება არ სურს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას არც “როსტოვში” გაანათხოვრებნ, არადა, დონისპირულ კლუბს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის დაბრუნება სურდა.
“როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდ შიკუნოვმა “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში ანანიძის შესახებ შემდეგი თქვა:
“ანანიძის თაობაზე “სპარტაკს” 2 თვის წინ მივმართეთ. თუ მოსკოველები მას გაანათხოვრებდნენ, ჩვენ ჯანოს ასაყვანად მზად ვიყავით. სადღეისოდ, ის მოსკოვური კლუბის მოთამაშეა”.







