ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტური “ესტადიო ვალეკასზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რაიო ვალეკანომ” ლა კორუნიის “დეპორტივო” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
“დეპორტივოს” რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა სელსო ბორგესს, რომელმაც დუბლი შეუსრულა მადრიდულ კლუბს და თავის გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა. 26 წლის ნახევარმცველმა მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც მალევე ბუენომ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. 72-ე წუთზე კი, კოსტა-რიკელმა ფეხბურთელმა პენალტი შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
“დეპორტივომ” 21 ტურის შემდეგ 21 ქულა მოაგროვა და მე-13 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “რაიო ვალეკანოს” 2 ქულით მეტი აქვს და 3 პოზიციით მაღლა იმყოფება.
რაიო ვალეკანო – დეპორტივო 1:2 (1:1)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ბა (პოზუელო 73), ზე კასტრო, ტიტო, ე.ინსუა, ტრაშორასი, ბაენა, აკინო (ამბარბა 76), კაკუტა, ბუენო, ბაპტიშტაო (მანუჩო 62).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი (პ.ინსუა 91), ლოპო, ხუანფრანი, ლუისინიო, ბერგენტინოსი, ბორგესი, ლ.პერესი (კუენკა 66), ხ.როდრიგესი, კავალეირო, რიერა (ხ.დომინგესი 79).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
გოლები: 0:1;1:2 ბორგესი (10;72 პენ.), 1:1 ბუენო (22).
გაფრთხილებები: ზე კასტრო, ბა, ბაენა – ხ.როდრიგესი, ლ.პერესი, სიდნეი, პ.ინსუა
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 11(4)-13(6), ჯარიმა: 14-18, კუთხური: 10-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-3
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 21. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 14. კარლოს ბაკა (“სევილია”) -12.