ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ერთეულთა კვალად, წყვილთა შეჯიბრშიც წარმატებულად ასპარეზობენ.
პირველი რეიტინგის მქონე ქართულმა დუეტმა მეოთხედფინალში ჰოლანდიურ-სერბულ წყვილს (ჰუსაკი-სტამენკოვიჩი) 6:0, 6:3 სძლია და ფინალის საგზურისთვის უნგრულ ტანდემს (ბარზო-სტოლმარი) გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრში ქართველები ნახევარფინალში არიან გასულნი. პირველ ნომრად განთესილი გორგოძე ბულგარელ არშნიკოვას ეთამაშება, ხოლო მე-6 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია ხორვატ მეკოვიჩს (მე-2) ეთამაშება.
ტუნისის ქალაქ ელ კანტაუიში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე და უნგრელი შლავიკოვიჩი ხორვატ ნირიჩთან და ესპანელ პარეს აზკოიტიასთან 3:6, 1:6 დამარცხდნენ და ნახევარფინალს მიღმა დარჩნენ.