მოგეხსენებათ, იტალიის პრეზიდენტად გახდომა მხოლოდ 50 წელს შესრულებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ამჯერად აპენინის ნახევარკუნძულზე ტრადიციის დარღვევას აპირებდნენ და ქვეყნის მეთაურის პოსტზე კანდიდატების შერჩევის კენჭისყრისას ხმები ფრანჩესკო ტოტიმაც მიიღო.
მას შემდეგ რაც იტალიის პრეზიდენტი, 89 წლის ჯორჯო ნაპოლიტანო გადადგა, სენატორებმა, დეპუტატებმა, რეგიონალურმა წარმომადგენლებმა კანდიდატურების შერჩევის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და “რომას” ვეტერანმა 5 ხმა მიიღო. ამასთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ლაურა ბოლდრინიმ განაცხადა, რომ 38 წლის ტოტის იტალიის პრეზიდენტობას ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს.





