ფეხბურთი

22:16 | 30.01.2015 | ნანახია 1165 - ჯერ

ოფი-ს ქულები დააკლეს

საბერძნეთის კრეტას ოფი-ში ფინანსური კრიზისი რომაა, კარგად მოგეხსენებათ. გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს, სხვა თანაგუნდელებთან ერთად, ხელფასი სექტემბრიდან არ აუღიათ. ლორიას და მერებაშვილს კრეტელებთან ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდათ, თუმცა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების საფუძველზე კონტრაქტი სეზონის ბოლოს გაწყდება.

ამასობაში, საბერძნეთის საფეხბურთო ფედერაციამ ოფი-ს ქულები დააკლო და მიუხედავად გუნდის მიერ მოპოვებული 6 მოგებისა და 2 ფრისა, აქტივში მხოლოდ 10 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილამდე დააქვეითეს.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ოფი-ს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდა. გიორგი ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

თეგებიოფი

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:13 | 31.01.2015
ioska123 (1425)

Iqneba sadme gadavidnen ogond evropis gundebshi rusetshi ara

00:30 | 31.01.2015
ეშლი იანგი (6461)

ზაფხულის მერე გაეცალონ რა..

22:22 | 30.01.2015
BEERTRANCE (97819)

დაიშალოს ეგ ოფფ ბარემ

0.116311