ფეხბურთი

20:31 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” – ამჯერად ანტონელიც

მატია დესტროს შეძენის შემდეგ “მილანი” კიდევ ერთი ფეხბურთელს დაიმატებს. საუბარი “ჯენოას” 27 წლის კაპიტან ლუკა ანტონელზეა. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება.

ლიგურიელთა მარცხენა მცველი ლომბარდიულ გუნდში სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით გადავა, ხოლო ზაფხულში, “მილანი” მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდის. გარდა ამისა, “ჯენოას” კოლუმბიელი ფეხბურთელი პაბლო არმერო გააძლიერებს.

ლუკა ანტონელი “ჯენოას” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. წლეულს კი 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი სწორედ “როსონერის” კარში.

0.113587