ფეხბურთი

18:27 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” დესტროს შემცვლელი დაიმატა

იტალიური მედიის ინფორმაციით, “რომამ” მოსკოვის ცსკას 27 წლის თავდამსხმელი სეიდუ დუმბია სეზონის ბოლომდე ინათხოვრა. “მგლებს” კოტ დივუარელი ფორვარდის გამოსყიდვა 18 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ერთი დღის წინ რუდი გარსიას გუნდმა მატია დესტრო “მილანში” გაასხვისა და როგორც ჩანს დუმბიაც სწორედ მას შეცვლის.

სეიდუ დუმბიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.113896