“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი შესაძლოა “ინტერნასიონალში” აღმოჩნდეს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, სამხრეთამერიკული და ინგლისური კლუბების წარმომადგენლებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება დღეს გაიმართა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა. ივარაუდება, რომ ბრაზილიელები ნახევარმცველში მცირე თანხას გადაიხდიან. ანდერსონს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად მანჩესტერელებს ნახევარმცველის გუნდიდან უფასოდ გაშვება არ სურთ. ანდერსონის სატრანსფერო ღირებულება 4.4 მილიონ გირვანქას შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს ჰოლანდიელი სპეციალისტი ნამდვილად არ სწყალობს. 26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მთავარი გუნდის მაისურით მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოჩნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ამდენი მაყუთი წყალში მარტო ბარსას აქვს გადაყრილი : ))
ვუდვორდი მოიყვანეს,რომელმაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ იცის
რა გეცქარებატ ჯერ ცემპიონშიპში იფიქრეთ მერე მაგაზე