ფეხბურთი

17:11 | 30.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“სოსიედადთან” ხამესის თამაში საეჭვოა

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა შემტევმა ხამეს როდრიგესმა ხუთშაბათს გუნდის ვარჯიში გაციების გამო გამოტოვა. როგორც მადრიდელთა მედიკოსები ვარაუდობენ, ხამესი შაბათამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რონალდუსთან ერთად ვერც კოლუმბიელი შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას “სოსიედადთან” მატჩში.

ხამეს როდრიგესმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.

მადრიდის “რეალისა “ და “სოსიედადის” დაპირისპირება შაბათს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, თბილისის დროით 19:00 აიღებს სტარტს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 04.07.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ამის დე*აც,ბრაზილია გამოაგდო და მესამე ადგილისთვისაცვერ იბრძოლა

13:07 | 04.07.2015
babuna18 (337)

ალალად ეკუთვნოდა,კარგი ნაკრები ჰყავს,ჩილეს მასპინძლის ფაქტორი რომ არა შეიძლება ფინალშიც გვენახა,ისე სულ მიკვირს მსოფლიოზე რატომ ვერ გადიან

0.070433